როგორც ბროდი ყვება, იგი 80-იან წლებში, როდესაც მაიკლ დუგლასი კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდა, კინოვარსკვლავის კუთვნილ კომპანიაში (Stone Bridge Company) მუშაობდა, მუდმივად განიცდიდა მსახიობისგან სამუშაო ოფისში სექსუალური ხასიათის შევიწროვებას.
„მას თავი სამყაროს მეფედ მიაჩნდა... ერთხელ იატაკზე დაჯდა, ქამარი გაიხსნა და ხელი შარვლის ქვეშ ჩაიყ, ვხედავდი რასაც აკეთებდა და მეშინოდა...“ - იხსენებს სიუზენ ბროდი, რომლის თქმითაც, მომხდარზე პოლიციას მეგობრების რჩევის გამო არ აცნობა, რადგან კარიერის პიკზე მყოფი გავლენიანი მამაკაცის წინააღმდეგ არაფერი გამოუვიდოდა.
რაც შეეხება 73 წლის ვარსკვლავს, მაიკლ დუგლასმა ბრალდებას „სრული სიცრუე“ უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ცრუ ბრალდებები არამხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ უამრავ ადამიანს ტკენს გულს.