„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.

შტეფან ჰოინისი - სპილოები პენჯარის ეროვნული პარკის გზაზე გადასვლისას, ბენინი.

ნიკლას ჰოლი - მელია დაუნინგ სტრიტის 10 ნომერთან, ლონდონი.

მიხაელ პრობსტი - ისლანდიური ცხენები ცენტრალური გერმანიის ქალაქ ვერჰაიმში.

Anadolu - ფლამინგოების გუნდი სამხრეთ თურქეთში მდებარე ჩუქუროვას (კილიკია) რეგიონში, ქალაქ ადანას მახლობლად, სადაც ზამთარს ატარებენ.

ამირ კოენი - შოშიების გუნდი სამხრეთ ისრაელის სოფელ ბეით ქამაში.

ჯორდან რობინსი - გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ზღვის კუს სახეობა ბისა, იგივე ქორისნისკარტა კუ (Eretmochelys imbricata) დიდ ბარიერულ რიფთან, ავსტრალია.

Xinhua - კეთილშობილი ირმები (Cervus elaphus) ტიბეტში მდებარე ქალაქ შანანის ნაკრძალში.

Xinhua - ირბისები, იგივე თოვლის ლეოპარდები (Panthera uncial) სინძიანგიუანის ეროვნულ პარკში, ჩინეთი.

Xinhua - ხალებიანი სელაპები, იგივე ლარგები (Phoca largha) გაყინულ წყალში, აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროზე, ქალაქ იანტაის მახლობლად.

პრაკაშ მატჰემა - ჩვამების გუნდი ტბა ტაუდაჰას მახლობლად, ნეპალი.

ბიკას დასი - მამრი აზიური კოელი (Eudynamys scolopaceus) ქალაქ კალკუტაში, ინდოეთი.

ARFA - საბურავწამოცმული ნიანგი მდინარე პალუზე, კუნძული სულავესი, ინდონეზია.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 