weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ცნობილია მსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელები

13:52 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

ლოს ანჯელესის შრაინერების აუდიტორიაში ოსკარების დაჯილდოვების კიდევ ერთი წინამორბედი პრესტიჟული ამერიკული კინოდაჯილდოვება, მსახიობთა გილდიის ჯილდოს გადაცემის 24-ე ცერემონია გაიმართა.

მთავარი ნომინაციის, სამსახიობო გუნდი საუკეთესო შესრულებისთვის, რეჟისორ მარტინ მაკდონაჰის ამერიკული სოციალური დრამა Three Billboards Outside Ebbing, Missouri დაჯილდოვდა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. ასევე სიურპრიზების გარეშე, მოლოდინისამებრ განაწილდა ჯილდოები ოთხ მსახიობზე.

კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის კი ჰოლივუდის უბერებელი ლეგენდა მორგან ფრიმენი დაჯილდოვდა.

მხატვრული ფილმების ნომინაციებში ნომინანტთა და გამარჯვებულთა სია ასეთია:

მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულება:

გარი ოლდმენი (Darkest Hour)

ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულება:

ფრენსის მაკდორმანდი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება:

სემ როკველი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება:

ელისონ ჯენი (I, Tonya)

კასკადიორთა გუნდის საუკეთესო შესრულება:

Wonder Woman

სამსახიობო გუნდის საუკეთესო შესრულება:

Three Billboards Outside Ebbing, Missouri (ები კორნიში, პიტერ დინკლეიჯი, ვუდი ჰარელსონი, ჯონ ჰოუკსი, ლუკას ჰეჯესი, ჟელკო ივანეკი, კალებ ლანდრი ჯოუნსი, ფრენსის მაკდორმანდი, კლარკ პიტერსი, სემ როკველი და სამარა უივინგი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]