weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„დისნეი“ კიდევ ერთი კლასიკური მულტფილმის რიმეიქს გადაიღებს

11:22 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018

სტუდია „დისნეი“ აგრძელებს საკუთარი კლასიკური მულტიპლიკაციური ფილმების კინოვერსიად გადაღებას. ამჯერად საუბარია 1963 წელს გამოსულ ანიმაციაზე „ხმალი ქვაში“ (The Sword in a Stone), რომელიც ლეგენდარული მეფე არტურისა და ჯადოქარ მერლინის შესახებაა.

ცნობილი ანიმაციის კინორიმეიქს ესპანელი რეჟისორი ხუან კარლოს ფრესნადილიო გადაიღებს, რომელიც ცნობილია ორი საშინელებათა ფილმით: Intacto, 28 Weeks Later. სცენარის ავტორი ბრაიან კოგმანია.

აღსანიშნავია, რომ სრულმეტრაჟიანი მულტფილმი „ხმალი ქვაში“ უკანასკნელი იყო, რომელიც თავად ლეგენდარულ უოლტ დისნეის სიცოცოხლეში გამოვიდა. იგი დაფუძნებულია ბრიტანელი მწერლის, ტერენს ჰენბერი უაიტის იგივე სახელწოდების მქონე 1936 წელს გამოქვეყნებულ რომანზე.

ცნობილია, რომ „მალეფისენტის“, „კონკიას“, „პიტის დრაკონის“, „ჯუნგლების წიგნისა“ და „მზეთუნახავი და ურჩხულის“ შემდეგ, სტუდია „დისნეის“ ანიმაციების მორიგი კინოვერსიები 2019 წელს გამოსასვლელი „დამბო“ და „ალადინი“ იქნება, რომლებზეც შესაბამისად, ტიმ ბარტონი და გაი რიჩი მუშაობენ. მათ შემდეგ კი „მეფე ლომი“ და „მულანი“ გამოვა, რომლებსაც შესაბამისად, ჯონ ფავრო და ნიკი კარო გადაიღებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]