weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კეისი აფლექი ოსკარების ცერემონიას არ დაესწრება

10:58 პარასკევი, 26 იანვარი 2018

ოსკაროსანი მსახიობი კეისი აფლექი, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო გასულ წელს მიიღო სოციალური დრამით - Manchester by the Sea, წლევანდელ ოსკარების ცერემონიაზე პრეზენტერი არ იქნება და არსებული რეგლამენტისა და სიმბოლური ტრადიციისგან განსხვავებით, ქალის მთავარი როლის გამარჯვებულ მსახიობს სცენაზე ოსკარს იგი არ გადასცემს.

42 წლის მსახიობმა თავად მიმართა ამერიკის კინოაკადემიას, რიგით 90-ე ცერემონიას არ დასწრებოდა და არ გადაეცა ჯილდო ქალის მთავარ როლზე წარდგენილ მსახიობებს შორის გამარჯვებულისთვის. ამის მიზეზი მის მიმართ არსებული სექსუალური შევიწროვების ბრალდებაა, რომელიც გასულ წელსვე იყო აქტუალური, როდესაც კეისი აფლექმა ოქროს გლობუსი და ოსკარი მოიპოვა. მსახიობს, რომლის წლევანდელ ცერემონიაში მონაწილეობის წინააღმდეგ ასევე არსებობდა პეტიცია 20 ათასამდე ადამიანის ხელმოწერით, თავადაც არ სურს სცენაზე გამოსვლა და ქალი მსახიობის დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობს და საკუთარ თავს გამარჯვებულად არ მიიჩნევს.

ოსკარების ცერემონიის წესების მიხედვით, ქალის მთავარ როლში გამარჯვებულ მსახიობს წინა წლის მამაკაცის მათავარ როლში გამარჯვებული მსახიობი გადასცემს სცენაზე ჯილდოს, ანალოგიური ტრადიციაა მამაკაცის მთავარი როლის გამარჯვებულზეც. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იქნება წარმდგენი კეისი აფლექის ნაცვლად.

რაც შეეხება კეისი აფლექის მიმართ ბრალდებას, 2010 წელს პროდიუსერმა ამანდა უაიტმა მსახიობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, საქმე ეხებოდა ფილმის I’m Still Here გადაღებების პროცესში მომხდარ შემთხვევას, რის მიხედვითაც კეისი აფლექი, რომელიც ხსენებული ფილმის სცენარისტი, რეჟისორი და მონაწილე მსახიობი იყო, ფილმის პროდიუსერ ამანდა უაიტზე სექსუალური ხასიათის ზეწოლას ახდენდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]