weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ანტონიო ბანდერასი და ალეკ ბოლდუინი ლამბორგინისა და ფერარის როლებს შეასრულებენ

11:47 სამშაბათი, 16 მაისი 2017

კინოკომპანია AMBI Pictures გეგმავს ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას უდიდესი იტალიელი მექანიკოსის, ინდუსტრიალისტისა და ავტომწარმოებლის, ფერუჩო ლამბორგინის შესახებ. ფილმს სათაური ჯერ-ჯერობით არ აქვს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ლამბორგინის როლს ესპანელი კინოვარსკვლავი ანტონიო ბანდერასი შეასრულებს, ლამბორგინის მთავარ კონკურენტისა და მეტოქე ენცო ფერარისას კი - ალეკ ბოლდუინი.

როგორც უკვე ცნობილია, ბიოპიკი ფერუჩო ლამბორგინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა ეპიზოდებზე იქნება: ტრაქტორების შექმნის, მეორე მსოფლიო ომის დროს საომარი მანქანების წარმოებისა და პირველი სუპერქარების დაპროექტებაზე. არსებობს ლეგენდა, რომ ლამბორგინიმ ავტომობილების წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ენცო ფერარიმ მას „ტრაქტორების უბრალო მწარმოებელი“ უწოდა.

კინოპროექტის იდეა 2015 წელს გაჩნდა, როდესაც კომპანიამ მწარმოებლის ვაჟის, ტონინო ლამბორგინის წიგნის - „ფერუჩო ლამბორგინი: ოფიციალური ისტორია“, ეკრანიზაციის უფლებები შეიძინა. ფილმის ადაპტირებული სცენარის ავტორი ოსკაროსანი რობერტ მორესკო იქნება, რეჟისორის სავარძელს კი ოსკარის ნომინანტი მაიკლ რედფორდი (1984, Il Postino, The Merchant of Venice) დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ ენცო ფერარის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი მრავალი წელია გეგმაშია და მის რეჟისორად მაიკლ მანი სახელდება. სხვადასხვა დროს ფერარის როლის შემსრულებლად რობერტ დე ნირო, ქრისტიან ბეილი, უკანასკნელი ინფორმაციით კი ჰიუ ჯეკმანი მოიაზრებოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]