მთავარი ჯილდო, წლის საუკეთესო ფილმის წოდება, ბევრისთვის მოულოდნელად რეალურ ისტორიაზე დაფუძნებულმა კოსმოსურმა დრამამ სათაურად „სალიუტი-7“ (Салют-7) მოიპოვა. საბჭოური კოსმოსური მისიის შესახებ შექმნილ ფილმს ოთხი კონკურენტი ჰყავდა: Аритмия, Большой, Нелюбовь და Время первых, რომელიც ასევე რეალურ კოსმოსურ ისტორიაზეა დაფუძნებული. დაჯილდოვებაზე ყველაზე მეტი რაოდენობის პრემია (4) სწორედ ამ უკანასკნელმა ფილმმა მოიპოვა - მამაკაცის მთავარი როლი, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი, საუკეთესო მუსიკა და საუკეთესო ვიზუალური ეფექტები.
საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი ჯილდო აღიარებულმა რეჟისორმა ანდრეი ზვიაგინცევმა მოიპოვა კანის ფესტივალის პრიზიორი, ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტი ფილმით „უსიყვარულო“ (Нелюбовь).
მხატვრული ფილმების კატეგორიაში კი „ოქროს არწივის“ გამარჯვებულთა სია ასეთია:
საუკეთესო ფილმი: Салют-7
საუკეთესო რეჟისორი: ანდრეი ზვიაგინცევი (Нелюбовь)
საუკეთესო სცენარი: ანასტასია პალჩიკოვა (Большой)
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი: ევგენი მირონოვი (Время первых)
საუკეთესო ქალი მსახიობი: ირინა გორბაჩოვა (Аритмия)
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში: ვლადიმირ ილინი (Время первых)
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: ალისა ფრეინდლიხი (Карп отмороженный)
საუკეთესო მუსიკა: იური პოტეენკო (Время первых)
საუკეთესო მონტაჟი: Салют-7
საუკეთესო მხატვრული გაფორმება: Анна Каренина. История Вронского (TV)
საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი: Викинг
საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი: Викинг
საუკეთესო ხმის ეფექტები: Викинг
საუკეთესო ვიზუალური სპეცეფექტები: Время первых
საუკეთესო გრიმი: Последний богатырь
საუკეთესო ანიმაცია: Два трамвая
საუკეთესო უცხოური ფილმი რუსულ გაქირავებაში: Loving Vincent