weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ტესლას“ გიგანტურმა ბატარეამ ავსტრალიაში 1 თვეში მილიონიანი მოგება ნახა

16:15 შაბათი, 27 იანვარი 2018

2017 წლის დეკემბერში, სამხრეთ ავსტრალიაში ფუნქციონირება დაიწყო კომპანია „ტესლას“ შექმნილმა 100-მეგავატიან მასიურ ბატარეათა სისტემამ, რომლის მშენებლობა ას დღეს გრძელდებოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ სიახლემ თვალნათლივ წარმოაჩინა, რომ მართლაც სუფთა ენერგიის საიმედო წყაროა.

14 დეკემბერს, როდესაც ქვანახშირის ერთ-ერთი სადგური მწყობრიდან გამოვიდა, „ტესლას“ შექმნილმა ბატარეამ ხარვეზს სულ რაღაც მილიწამებში უპასუხა და სისტემაში ჩაერთო. ამჯერად კი გიგანტურმა ავსტრალიურმა ბატარეამ უკვე თავის ფინანსური პოტენციალიც დაამტკიცა. Renew Economy-ს მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, სულ რამდენიმე დღეში, ბატარეათა ამ სისტემამ მის მფლობელ კომპანია Neoen-ს სავარაუდოდ 1 მლნ ავსტრალიური დოლარის (800 000 აშშ დოლარი) მოგება მოუტანა.

ამჟამად, 70/39 მეგავატსაათიანი ბატარეები სამხრეთ ავსტრალიის ხელისუფლებას რეზერვში აქვს ჩართული, რათა საჭიროების შეთხვევაში გამოიყენოს. დანარჩენ 30/90 მეგავატსაათს კომპანია Neoen აკონტროლებს.

თუკი Renew Economy-ის მიერ დასახელებულ ციფრებს დავუჯერებთ, 18-19 იანვარს Neoen-მა მეგავატი ელექტროენერგია 14 000 ავსტრალიურ დოლარად გაყიდა. ელექტროენერგიის გამომუშავებაში კომპანია თითქმის არაფერს იხდის.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, სამხრეთ ავსტრალიას ელექტროენერგიით მომარაგების სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ქვანახშირის ძველი სადგურები უკიდურესად მაღალი ტემპერატურა და განახლებადი ენერგიის წყაროების ნაკლებობა ხშირად განაპირობებდა ქვეყანაში მცურავ ფასსა და ელექტროენერგიის ხშირ გათიშვებს. Neoen-ის სამხრეთავსტრალიურ ბატარეათა სისტემამ თვალნათლივ დაამტკიცა, რომ „ტესლას“ დიზაინი არის ეფექტიანი, საიმედო და მომგებიანი გადაწყვეტილება რეგიონის ენერგეტიკისათვის. ხსენებული ორი კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს კიდევ ერთი 20-მეგავატიანი ბატარეის ასაშენებლად ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში. გარდა ამისა, ქვინსლენდის შტატში, არსებულზე დიდი ბატარეის აგებას იგეგმება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]