weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

10 მიზეზი რის გამოც მეტი შოკოლადი უნდა მიირთვათ

12:09 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

შოკოლადი არამხოლოდ გემრიელია, ის კანს აუმჯობესებს და ტვინის მუშაობას ამაღლებს. კომფორტული და ტკბილი საკვები სტრესის მოხსნისა და განწყობის ასამაღლებელ საშუალებადაც ითვლება, მაგრამ არის კი ის სასარგებლო?

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ აქვეყნებს 10 მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტს, რომელიც შოკოლადის სარგებლიანობას ამტკიცებს:

კარგია გულისა და სისხლის მიმოქცევისთვის - უახლესი კვლევები ამტკიცებს რომ შავი შოკოლადი არტერიების მოქნილობის აღდგენას ეხმარება, ამავდროულად ხელს უშლის ლეიკოციტების მიკვრას არტერიების კედელზე.

ამცირებს ინსულტის რისკს - ფინელი მკვლევარების აღმოჩენით, შოკოლადის მიღება ინსულტის რისკს დაახლოებით 17%-ით ამცირებს.

არის მინერალებით მდიდარი - შავი შოკოლადი სავსეა ისეთი სასარგებლო მინერალებით, როგორიცაა: თუთია, სელენიუმი და კალიუმი. 100 გრამის მიღება დღეში უზრუნველყოფს რკინის დღიური რეკომენდირებული დოზის მიღებას.

ამცირებს ქოლესტერინს - კაკაოს მიღება ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის კლებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პოტენციალს.

კარგია კანისთვის - ფლავონოლები, რომელსაც შავი შოკოლადი შეიცავს, მზისგან იცავს კანს, თუმცა უკეთესია მზისგან დამცავი კრემის წასმა.

ეხმარება წონის დაკლებას - ნევროლოგ უილ კლოუერის თქმით, ჭამამდე 20 წუთით ადრე ენაზე შოკოლადის დადნობა იმ ჰორმონებს აღვიძებს, რომელიც ტვინს ორგანიზმის მაძღრობას ამცნობს.

კარგია დედებისა და ჩვილებისთვის - დასრულებული კვლევა ცხადყოფს რომ შოკოლადი ორსულ დედებს სტრესს უხსნის.

თავიდან აგაცილებთ დიაბეტს - გიჟურად ჟღერს, მაგრამ კაკაო აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას. ასე რომ, შავი შოკოლადი დიაბეტის განვითარებას ახშობს.

შოკოლადი კარგია ტვინისთვის - მიჩნეულია რომ ფლავონოლები მეხსიერების დაკარგვას ებრძვის. შავი შოკოლადი სასარგებლოა ტვინის შერყევის დროსაც.

შოკოლადი თავს უკეთესად გაგრძნობინებთ - შოკოლადი შეიცავს ფენილეთილამინს, ანუ იგივე ორგანულ ნივთიერებას, რასაც სიყვარულის დროს ტვინი წარმოქმნის. ეს რთული ნივთიერება აუმჯობესებს ტვინს კარგი განწყობის ენდორფინების გამოყოფით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]