weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიხაელ ჰანეკე მინი-სერიალს გადაიღებს

14:51 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

აღიარებული ავსტრიელი სცენარისტი და რეჟისორი მიხაელ ჰანეკე პირველად თავის კარიერაში სერიალს გადაიღებს. 10 ეპიზოდისგან შემდგარ მინი-სერიალს „კელვინის წიგნი“ ერქმევა და მისი წარმოებით გერმანული ტელეკომპანია UFA და ბრიტანული ტელევიზია FremantleMedia დაკავდებიან.

სერიალის სიუჟეტი ახლო მომავალში, დისტოპიურ რეალობაში განვითარდება და იგი ახალგაზრდების ჯგუფის შესახებ გვიამბობს. სერიალის თემები თანამედროვე ციფრული სამყარო და სხვა თანამედროვე გამოწვევები იქნება.

75 წლის რეჟისორის განმარტებით, 10 სატელევიზიო ფილმისა და 12 მხატვრული ფილმის გადაღების შემდეგ, მან ერთჯერადად მოისურვა უფრო ვრცელი ამბის გადაღება.

ცნობილია, რომ კანის კინოფესტივალის ორი „ოქროს პალმის რტოს“, ევროპული კინოაკადემის, ოქროს გლობუსისა და ოსკარის ჯილდოების მფლობელ მიხაელ ჰანეკეს ფილმები გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე აქვს გადაღებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]