weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ჰარლი-დევიდსონის“ ელექტრომოტოციკლი 2019 წელს გამოვა

16:40 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

ამერიკულმა კომპანია „ჰარლი-დევიდსონმა“ ელექტრომოტოციკლების ბაზარზე გასვლის გეგმების შესახებ განაცხადა. ფირმამ ჯერ კიდევ 2014 წელს წარადგინა ელექტრობაიკის პროტოტიპი Project Livewire, მაგრამ ამ მომენტამდე გამოშვების ვადაზე საჯაროდ არ განუცხადებია.

2017 წელი „ჰარლი-დევიდსონისთვის“ მძიმე გამოდგა, რადგან მსოფლიოში მოტოციკლების საცალო გაყიდვა 6.7%-ით დაეცა, აშშ-ში კი - 8.5%-ით. ამასთან დაკავშირებით კომპანია ელექტრომოტოციკლების ბაზრის ათვისებას გეგმავს.

გავრცელებული მოსაზრებით, ელექტრონულ „ჰარლი-დევიდსონს“ ყველა შანსი აქვს, რომ წარმატება მოიპოვოს. სტარტაპებისგან განსხვავებით, კომპანიის ინჟინრებს აუცილებელი ექსპერტიზა გააჩნიათ და სათადარიგო ნაწილების მომწოდებლებთან კავშირი აქვთ დამყარებული. გარდა ამისა, ელექტრომოტოციკლს შეიძლება ძრავის საფირმო მბრდღვინავი ხმა ჰქონდეს.

ელექტროძრავიან მოტოციკლზე სხვა კომპანიებიც ფიქრობენ. გასული წლის ბოლოს „იამაჰამ“ „რობოციკლის“ კონცეპტი წარადგინა, ელექტროძრავითა და Motoroid-ის ელემენტებით, რომელსაც მძღოლთან ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ურთიერთობა შეუძლია. თვითმართვადი მოტოციკლის შექმნაზე მეორე იაპონური კომპანია „ჰონდაც“ ფიქრობს - 2017 წლის ბოლოს ფირმამ ავტობალანსირების ფუნქციის მქონე კონცეპტუალური ბაიკი Riding Assist დააანონსა.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]