weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თვითმფრინავის პილოტის მიერ გადაღებული შთამბეჭდავი კადრები

14:31 ოთხშაბათი, 17 მაისი 2017

ეკვადორის ავიახაზების პროფესიონალი პილოტი და მოყვარული ფოტოგრაფი სანტიაგო ბორხა საუცხოო ფოტოების გადაღებითაა ცნობილი. იგი ფოტოებს როგორც წესი თვითმფრინავიდან და ძირითადად ავდარის დროს იღებს, რითაც შთამბეჭდავი კადრების დაფიქსირებას ახერხებს.

სანტიაგო ბორხას ყველაზე პოპულარული ფოტო პანამის სამხრეთით, წყნარი ოკეანის თავზე, 11 კმ-ზე მეტი სიმაღლიდან, ჭექა-ქუხილსა და შტორმში ღრუბლებს ზემოდან გადაღებული კადრია.

„შტორმები ძალზე რთული გადასაღებია, რადგან ელვა სწრაფია, შტატივი არ გაგაჩნია და ბევრი ამრეკლავი სინათლე გაქვს. ძალიან მომწონს , როდესაც შეგიძლია შტორმის სიძლიერე და სიდიდე შეიგრძნო, მაგრამ ამავდროულად საოცარიცაა, როდესაც მის გარშემო ფრინავ მშვიდ სივრცეში და მას არც ეხები,“ - ამბობს ფოტოგრაფი პილოტი, რომელსაც საკუთარი ვებგვერდიც აქვს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]