2016 წლის ერთ-ერთი წარმატებული კინოჰიტის სიკველში მაყურებელი ცინიკოსი მთავარი პერსონაჟისა და სხვა კომედიური გმირების მხარდამხარ ორ ახალ სუპერგმირს იხილავს.
ნათან სამერსი იგივე კეიბლი (Cable) - ასე ჰქვია ტელეპათ მუტანტს, რომელიც ზებუნებრივ ფიზიკურ ძალას ფლობს და მისი სხეულის მარცხენა ნაწილი, მარცხენა თვალთან ერთად ტექნო-ორგანულია. მის როლს ფილმში ოსკარის ნომინანტი ჯოშ ბროლინი ასრულებს. ახალი ე.წ. ტიზერი სწორედ მის შესახებაა.
„დედპულს 2“-ის ტრეილერს აქამდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი (No Good Deed) და სახალისო ტიზერი უძღოდა.
დედპულის მეორე ნაწილში ასევე გამოჩნდება კიდევ ერთი გმირი, ნინა თურმანი იგივე დომინო, რომელსაც დამწყები მსახიობი ზაზი ბეცი განასახიერებს.
ახალი კინოკომიქსი 18 მაისს გამოვა, მისი რეჟისორი პროფესიონალი კასკადიორი დევიდ ლიჩი (John Wick, Atomic Blonde) იქნება.