weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

რუსული სამოდელო სააგენტო, რომელშიც მხოლოდ 45 წელს ზემოთ ასაკის მოდელები ჰყავთ

14:51 ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018

უამრავი ადამიანი დაბერებას სხვადასხვა გზით, მათ შორის პლასტიკური ოპერაციებით ებრძვის, რუსეთში არსებული სამოდელო სააგენტო კი მხოლოდ იმ ასაკოვან ფოტომოდელებს არჩევს, რომლებიც ბუნებრივი სილამაზით ბერდებიან.

სააგენტოს სახელად Oldushka, მხოლოდ 45 წელს ზემოთ ასაკის მოდელები ჰყავს. ზოგიერთი ფოტომოდელის ასაკი 85 წელიცაა. „ოლდუშკა“ დაარსდა ფოტოგრაფ იგორ გავარის ამავე სახელწოდების პროექტის მიხედვით, რომელიც გამორჩეული გარეგნობის მქონე ასაკოვანი ადამიანების ფოტობლოგს მოიცავდა.

45 წლის სერგეი არკტიკა, 61 წლის ტატიანა ნეკლიუდოვა, 62 წლის ვალენტინა იასენი, 70 წლის ირინა ბელიშევა, 71 წლის ოლგა კონდრაშოვა და 73 წლის ვიქტორ სოსნოვცევი არასრული ჩამონათვალია იმ ფოტომოდელებისა, რომლებიც სააგენტოს წყალობით მრავალ სარეკლამო კამპანიასა და კატალოგში მოხვდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]