McLaren Senna კომპანიის სიახლეა, რომელმაც 4 ლიტრიანი, ბიტურბო, 789 ცხენისძალიანი ძრავა V8 მიიღო. 1198 კილოგრამიანი მანქანის ძარა ნახშირპლასტიკისგანაა დამზადებული.
მწარმოებლის ინფორმაციით, McLaren Senna-ს აჩქარებას ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 2.8 წამი დაჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ შეადგენს.
სულ McLaren Senna-ს 500 ეგზემპლარს გამოუშვებენ და თითოეული 750 000 გირვანქა სტერლინგი ეღირება. ყველა ავტომობილზე უკვე წინასწარი შეკვეთაა გაფორმებული.