სერიალის სიუჟეტი მე-19 საუკუნის მიწურულს, ოკლაჰომას ინდიელთა ტერიტორიაზე განვითარდება და სამართალდამცავების მიერ ბანდიტების დევნის შესახებ გვიამბობს. „რკინის არნი“ სერიალში დაუნდობელი ფედერალური მარშალის როლს განასახიერებს.
70 წლის მსახიობისთვის ეს პირველი სერიალი იქნება, რადგან იგი აქამდე მხოლოდ სრულმეტრაჟიან ფილმებში მონაწილეობდა, თუმცა მას ვესტერნი ჟანრის ფილმში უთამაშია 1979 წლის კომედიაში - The Villain, სადაც შვარცენეგერს პარტნიორობას უწევდნენ კირკ დუგლასი და ენ-მარგრეტი.