weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კონანის შესახებ სერიალს გადაიღებენ

13:23 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

ამერიკელი ფანტასტი მწერლის, რობერტ ერვინ ჰოვარდის მიერ შექმნილ პოპულარულ პერსონაჟზე, კონან-ბარბაროსზე სერიალს კომპანია „ამაზონი“ გადაიღებს. პროექტისთვის სცენარი რაიან კონდალმა დაწერა, რომლიც ცნობილია სერიალით „კოლონია“ (Colony).

გავრცელებული ინფორმაციით, სერიალი „კონანი“, რომელიც 2019 წელს გამოვა, სიუჟეტურად უფრო ახლოს იქნება ავტორის მიერ ცნობილი პერსონაჟის შესახებ დაწერილ წიგნებთან, ვიდრე - კონანზე აქამდე არსებული კინო და ტელევერსიები.

სიუჟეტის მიხედვით, მწერლის მიერ გამოგონილ ჰიბორიულ ეპოქაში მცხოვრები გმირი, რომელმაც საკუთარი ტომი მიატოვა, ჯადოქრებითა და მეომრებით სავსე უცნობ და დაუნდობელ სამყაროში, სადაც მას ბარბაროსად იცნობენ, საკუთარ ადგილს ეძებს.

სერიალის პროდიუსერი „სატახტოთა თამაშის“ რეჟისორობით ცნობილი მიგელ საპოჩნიკი იქნება, რომელიც რამდენიმე ეპიზოდსაც გადაიღებს.

აღსანიშნავია, რომ კონანზე უკვე არსებობს ცნობილი კინოდილოგია „კონან-ბარბაროსი“ (1982) და „კონან-დამანგრეველი“ (1984), რომლებშიც მთავარი როლი არნოლდ შვარცენეგერმა შეასრულა. ასევეა მულტსერიალი (1992-1993), 22-ეპიზოდიანი სერიალი (1997-1998) და 2011 წლის წარუმატებელი ფილმი „კონან-ბარბაროსი“, რომელიც ახალი კინოსერიების დასაწყისი უნდა ყოფილიყო. ბოლო პერიოდში ასევე იყო საუბარი შვარცენეგერის მონაწილეობით კონანის მე-3 ფილმზე, სათაურით „კონანის ლეგენდა“, თუმცა პროექტზე ჯერ-ჯერობით ოფიციალურად მეტი არაფერია ცნობილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]