„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.

პიტერ ჯოლი - ბეღურასებრი ფრინველები აღმოსავლეთ შოტლანდიაში მდებარე კერნგორმსის მთიანეთში.

ელ კემპბელი - ბრიტანეთში ზღარბების რაოდენობა ბოლო 15 წლის განმავლობაში განახევრდა.

სრჯან ჟივულოვიჩი - გედები სლოვენიის ქალაქ მედვოდეში მდებარე ტბა ზბილიეზე.

ალა ბადარნე - ზეთისხილის ხეები ყვავილებიან მდელოზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში.

მენაჰემ კაჰანა - შოშიების გუნდის ფორმირება ისრაელის ქალაქ რაჰათში.

TASS - ევროპული ბიზონის ახლო ხედი, სოფელი ჩერგა, ციმბირი.

დევიდ გერასიმჩუკი - ჩრდილო ამერიკული სალამანდრები.

Alamy - დიდი თეთრი ყანჩა ფლორიდის შტატის ქალაქ ვენისში.

ინგო გერლახი - არწივისებრი ბუ აფრიკის ტყეებში კამუფლაჟის დიდოსტატია.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 