გასაყიდად გამოფენილი DB4 GT Zagato, საერთაშორისო სარბოლო შეჯიბრებებზე 1961-1962 წლებში მონაწილეობდა, სადაც ისეთ მოდელებთან პაექრობდა, როგორიც არის Ferrari 250 GT SWB და Ferrari 250 GTO Berlinetta. ერთ-ერთი ავტომრბოლელი, რომელიც DB4 GT Zagato-ს საჭესთან ასპარეზობდა, ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და Indy-500-ის გამარჯვებული ჯიმ კლარკი იყო.
ბოლო 50 წლის მანძილზე ავტომობილი კერძო პირების ხელში იმყოფებოდა. 80-90-იან წლებში იგი არაერთხელ გამოსულა რეტრო ავტომობილების რბოლაში. 1993 წელს სერიოზული ავარიის შემდეგ, ის „ასტონ მარტინის“ ქარხანაში სრულად აღადგინეს. ავტომობილი აღჭურვილი იყო ერთრიგა, 3.7 ლიტრიანი „ექვსიანი“ ძრავით. აგრეგატის სიმძლავრე 314 ცხენისძალას შეადგენდა, ბრუნთა მომენტი კი - 344 ნიუტონმეტრს. ადგილიდან 97 კმ/სთ-მდე მანქანა 6.1 წამში ჩქარდებოდა, მაქსიმალური სისწრაფე კი 247 კმ/სთ იყო.