weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ძვირადღირებული „ასტონ მარტინი“ ბონემის აუქციონზე გაიყიდება

14:08 შაბათი, 10 თებერვალი 2018

სააუქციონო სახლი ბონემი „გუდვუდის სისწრაფის ფესტივალის“ საზაფხულო ვაჭრობაზე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ბრიტანულ ავტომობილს, 1961 წელს გამოშვებულ „ასტონ მარტინის“ მოდელს DB4 GT Zagato 2 VEV, გამოიყვანს. მანქანის საორიენტაციო ფასი 15 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

გასაყიდად გამოფენილი DB4 GT Zagato, საერთაშორისო სარბოლო შეჯიბრებებზე 1961-1962 წლებში მონაწილეობდა, სადაც ისეთ მოდელებთან პაექრობდა, როგორიც არის Ferrari 250 GT SWB და Ferrari 250 GTO Berlinetta. ერთ-ერთი ავტომრბოლელი, რომელიც DB4 GT Zagato-ს საჭესთან ასპარეზობდა, ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და Indy-500-ის გამარჯვებული ჯიმ კლარკი იყო.

ბოლო 50 წლის მანძილზე ავტომობილი კერძო პირების ხელში იმყოფებოდა. 80-90-იან წლებში იგი არაერთხელ გამოსულა რეტრო ავტომობილების რბოლაში. 1993 წელს სერიოზული ავარიის შემდეგ, ის „ასტონ მარტინის“ ქარხანაში სრულად აღადგინეს. ავტომობილი აღჭურვილი იყო ერთრიგა, 3.7 ლიტრიანი „ექვსიანი“ ძრავით. აგრეგატის სიმძლავრე 314 ცხენისძალას შეადგენდა, ბრუნთა მომენტი კი - 344 ნიუტონმეტრს. ადგილიდან 97 კმ/სთ-მდე მანქანა 6.1 წამში ჩქარდებოდა, მაქსიმალური სისწრაფე კი 247 კმ/სთ იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]