weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიხაელ ჰანეკემ #MeToo კამპანიას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა

12:06 ორშაბათი, 12 თებერვალი 2018

აღიარებული ავსტრიელი სცენარისტი და რეჟისორი, ოქროს პალმის რტოს ორგზის მფლობელი, ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი მიხაელ ჰანეკე კამპანია #MeToo-ს აკრიტიკებს. 75 წლის კინოხელოვანმა ავსტრიულ ყოველდღიურ გამოცემა Kurier-თან ინტერვიუში ხსენებული მოძრაობა შუა საუკუნეების დროინდელ კუდიანებზე ნადირობას შეადარა.

„ხალხი მხოლოდ მედიასაშუალებებით გადის ფონს. მხილებული ხელოვანი ადამიანების სიცოცხლე და კარიერა დანგრეულია. ნებისმიერი მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ მოვლენები საკმაოდ შორს წავიდა. ეს უკვე სრულიად გაუგონარი, ავი და ბრმა სიძულვილია, რომელიც არანაირ ფაქტებს არ ეყრდნობა. ეს ახალი კაცთმოძულე პურიტანიზმი, რომელიც #MeToo მოძრაობიდან მომდინარეობს, ძალზე მაშფოთებს. ეს კუდიანებზე ნადირობაა, რომელიც შუა საუკუნეებში უნდა დარჩეს.“ - განმარტა მიხაელ ჰანეკემ.

ავსტრიელი რეჟისორი პირველი არაა, ვინც ხსენებული კამპანია გააკრიტიკა. მასზე წინ იგი ბრიჯიტ ბარდომ, კატრინ დენევმა და სხვა გამოჩენილმა კინოხელოვანებმა დაგმეს.

შეგახსენებთ, რომ კამპანია Me Too (ინგ. – „მეც“), რომელიც ძირითადად ინტერნეტით გავრცელდა, 2017 წლის ოქტომბერში გარვცელდა კინოინდუსტრიასა და შოუბიზნესში გახმაურებული სექსუალური ძალადობის ბრალდებების ფონზე.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]