მამაკაცი ქალაქ სეინტ პიტერსბურგში მდებარე სპორტ-დარბაზში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად მარჯვენა მოწყობილობამ ბოლი აუშვა. როდესაც მან ყურსასმენი მოიხსნა და დადო, ის მოულოდნელად აფეთქდა. ეს Apple AirPods-ის აფეთქების პირველი შემთხვევაა.
კომპანია Apple-ში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ინციდენტზე გამოძიება უკვე დაწყებულია და ჯეისონ კოლონს სათანადო ყურადღებას მიაქცევენ.