weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთლიანი ხისგან ლომის სკულპტურის გაკეთებას ოცმა ადამიანმა 3 წელი მოანდომა

13:37 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

ერთი მთლიანი ხისგან გამოთლილი ლომის გიგანტური ქანდაკება ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ უჰანში დგას. მის დამზადებას სკულპტორმა დენდინ რუი იაომ ოც თანაშემწესთან ერთად სამი წელი მოანდომა.

ხის სკულპტურის, სახელად „აღმოსავლური ლომის“ თავი და უკანა ნაწილი საგანგებოდ დამუშავებულია, შუა ტანი კი უხეში ნათალის სახითაა დატოვებული. არაოფიციალური ინფორმაციით, მასალად სწრაფად მზარდი სახეობა მეტასექვოიაა გამოყენებული, რომელიც ჰუბეის პროვინციაში იზრდება. ქანდაკებისთვის განკუთვნილი მთლიანი ხე, სავარაუდოდ საგანგებოდ არ მოჭრილა, არამედ ის უნაყოფო, მომაკვდავი ინდივიდი იყო, ამიტომაც ხელოვნებისთვის გამოიყენეს.

ტრადიციულ ჩინურ კულტურაში ლომი გავრცელებული სიმბოლოა, რომელიც ქვეყანაში ინდოეთიდან ბუდიზმის გავრცელების შემდეგ გამოიყენება. ლომი, როგორც ძალაუფლების სიმბოლო, ხშირადაა გამოსახული ჩინურ სასახლეებზე, ტაძრებზე, სვეტებზე, სამარხებსა და მონუმენტებზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]