weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

Google-ის „ვიზუალურად მდიდარი“ სიახლე სპეციალურად მობილური ვერსიისთვის

11:47 ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018

კომპანია „გუგლმა“ თავის ძიების სისტემაში ოფიციალურად გაუშვა ინტერნეტ-სიახლე, რომელიც ვებსაიტების მობილური ვერსიების ე.წ. დაჩქარებულ ტექნოლოგიას (AMP) წარმოადგენს. შედეგად მედია კომპანიებს საშუალება მიეცათ თავიანთი ახალი ამბები ვიზუალურად უფრო მკაფიო და უფრო სწრაფად ხელმისაწვდომი გახადონ მომხმარებელთა მობილურ მოწყობილებში.

კომპანიები, რომლებიც კომპანია Google-თან სიახლის შექმნასა და განვითარებაზე თანამშრომლობდნენ, არიან ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორიცაა: CNN, Hearst, Mashable, Meredith, Washington Post და სხვა.

სიახლე, რომელიც მედია გამოცემების ინფორმაციებს მომხმარებელს ახალ ფორმატში, საგანგებოდ მობილურ აპლიკაციისთვის სთავაზობს, ცნობილი Snapchat Stories-ის მსგავსია. იგი ინფორმაციას კომპაქტურად აჩვენებს მობილურ ვერსიაში, სადაც ერთადაა მოქცეული ფოტო, ვიდეო და ტექსტი, ერთი დაკლიკებით კი ინტერნეტმომხმარებელი სწრაფად ეცნობა ახალ ამბავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]