weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩინელებმა BMW Isetta გააცოცხლეს

11:42 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018

ჩინურმა ბრენდებმა დიდი ხანია აითვისეს მსოფლიოს ცნობილი ავტომობილების კოპირება და შიდა ბაზარზე, დიდი რაოდენობით მოდელებს წარმატებით ყიდიან. ამჯერად ჩინურ ასაწყობ კონვეირზე ლეგენდარული ავტომობილები მოხვდა: BMW Isetta და BMW 600.

ჩინურმა ბრენდმა Eagle, ხსენებული მოდელების საკუთარი ინტერპრეტაცია შექმნა და მას Eagle EG6330K უწოდა, რომელიც ცხადია ლეგენდად ქცეული Isetta-სგან განნსხვავდება - ჩინური ვერსია უფრო თანამედროვეა და ელექტრონულია. ამასთანავე ჩინელებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ვარიანტი უფრო პრაქტიკული ყოფილიყო: ერთი კარის ნაცვლად ოთხი სრულფასოვანი კარი გააკეთეს და მანქანა ოთხ ბორბალზე დააყენეს.

ჩინური ავტომობილი მოძრაობაში მოჰყავს 5.3 ცხენისძალიან ელექტროძრავას, რომელსაც 7.2 კვტ მოცულობის ელემენტები დაუმატეს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ-ია და ელემენტის ერთი დამუხტვით 120 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილი ოთხადგილიანია და 750 კილოგრამს იწონის. მისი საორიენტაციო ფასი 4 000 დოლარს შეადგენს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]