weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საკულტო ვიდეოთამაშს Call of Duty მხატვრულ ფილმად გადაიღებენ

14:15 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018

კომპიუტერული თამაშებისა და მსგავსი გასართობების ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანია Activision Blizzard ე.წ. შუტერის ჟანრის ლეგენდარულ სერიულ ვიდეოთამაშს Call of Duty მხატვრულ ფილმად გადაიღებს.

Activision Blizzard-ის სტუდია ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს იტალიელ რეჟისორ სტეფანო სოლიმასთან. ფილმის პროდიუსერი ოსკარის ორგზის ნომინანტი (Erin Brockovich, Django Unchained) სტეისი შერი იქნება, სცენარის ავტორი კი - კირან ფიცჯერალდი.

კინოვერსიის სიუჟეტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, ასევე უცნობია, თუ რომელი პერიოდი იქნება არჩეული ფილმის პირველი ნაწილისთვის - მეორე მსოფლიო ომი თუ თანამედროვე დრო. გავრცელებული ინფორმაციით, შემქმნელებს Call of Duty-ს ვიდეოთამაშების სერიების მიხედვით რამდენიმე ფილმისგან შემდგარი ვრცელი კინოსამყაროს შექმნა სურთ.

რაც შეეხება თავად ვიდეოთამაშის სერიებს, ისინი Windows კონსოლისთვის ოთხი ძირითადი სიუჟეტური ხაზითაა გამოსული.

მეორე მსოფლიო ომი:

Call of Duty (2003)

Call of Duty 2 (2005)

Call of Duty 3 (2006)

Call of Duty: WWII (2017)

თანამედროვე დრო (Modern Warfare):

Call of Duty 4: Modern Warfare (2007)

Call of Duty: Modern Warfare 2 (2009) 

Call of Duty: Modern Warfare 3 (2011)

შავი ოპერაციები (Black Ops):

Call of Duty: World at War (2008)

Call of Duty: Black Ops (2010)

Call of Duty: Black Ops II (2012)

Call of Duty: Black Ops III (2015)

სხვა:

Call of Duty: Ghosts (2013)

Call of Duty: Advanced Warfare (2014)

Call of Duty: Infinite Warfare (2016)

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]