პასუხის დაბრუნების დროს რობოტი იმ შეტყობინებებს გააანალიზებს, რომლებსაც ჩვეულებრივ მომხმარებელი იღებს და ერთი დაწკაპუნებით პასუხის ვარიანტებს მოამზადებს. მაგალითად, კითხვაზე „როდის იქნები სახლში?“ Reply გაანალიზებს კითხვის ადრესატის ადგილსამყოფელს, განსაზღვრავს რა სახის ტრანსპორტით გადაადგილდება ის ძირითადად, რა დრო სჭირდება ხოლმე სახლამდე მისასვლელად და პასუხსაც შესაბამისს გაგზავნის. გარდა ამისა, თქვენი კალენდრის ავტომატურად შემოწმებით Reply შეძლებს ყველას გააგებინოს, რომ შვებულებაში ხართ. სისტემას აქვს სპეციალური რეჟიმი „არ შემაწუხოთ“, რომელიც თქვენს ტელეფონს ხმას გამოურთავს, ხალხს კი ეტყვის, რომ პასუხის მიწერა არ შეგიძლიათ. ამ დროს Reply შეტყობინებებს გადაათვალიერებს და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანზე თქვენს ყურადღებას მაშინაც მიაპყრობს, როდესაც ტელეფონი უხმო რეჟიმზე გაქვთ.
ახალი სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება ისეთი პოპულარული აპლიკაციებით, როგორებიცაა Google-ის Hangouts, Allo, WhatsApp, Facebook Messenger, Android Messages, Skype, Twitter და Slack.