დაანონსებული სრულმეტრაჟიანი ფილმი მოკლემეტრაჟიანის სიკველი იქნება და მთავარი გმირის გარდა, რომელსაც თავად სანდბერგი ასრულებს, სიუჟეტური კავშირი არ ექნება მოკლემეტრაჟიან წინამორბედთან. ფილმის გადაღებები ზაფხულში დაიწყება, პრემიერის თარიღი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.
აქვე გეტყვით, რომ შვედური მოკლემეტრაჟიანი კომედია Kung Fury, რომელმაც გამოსვლისთანავე მოიპოვა საკულტო ფილმის სტატუსი, 80-იანი წლების ცნობილი მძაფრსიუჟეტიანი, ფანტასტიკური და საბრძოლო ხელოვნებაზე შექმნილი ფილმების პაროდიასა და ომაჟს წარმოადგენს.