ფილმში მოქმედება ახალგაზრდა ემიგრანტის, სახელად არიანის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაიჭერენ. მიღებული შოკისგან შეშინებული და დაჭრილი გმირი აღმოაჩენს, რომ საკუთარი სურვილის მიხედვით ლევიტაცია შეუძლია. მალევე მას ლტოლვილთა ბანაკში გადაიყვანენ, სადაც ბანაკის დირექტორისგან შევიწროებული ლტოლვილები თავისფულებისა და ფულის სხვადასხვა გზით მოპოვებას ცდილობენ. არიანის ზებუნებრივი საიდუმლოთი დოქტორი გაბორ შტერნი (მერაბ ნინიძე) ინტერესდება, რეალურ სამყაროში სასწაულების მორწმუნე დოქტორი მისი შესაძლებლობის ფარულად გამოყენებას ცდილობს.
მერაბ ნინიძის გარდა ფილმში მთავარ როლებს უნგრელი მსახიობები - ჟომბორ იედერი, მონიკა ბალსაი და დიორდ ჩერჰალმი ასრულებენ.