weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მერაბ ნინიძე „ოქროს პალმის რტოს“ ნომინანტ ფილმში მთავარ როლს ასრულებს

15:11 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

გამოქვეყნდა ახალგაზრდა უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ახალი ფილმის, „იუპიტერის მთვარის“ (Jupiter holdja) ოფიციალური ტრეილერი. 2017 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ ნომინანტ უნგრულ დრამაში ერთ-ერთ მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს.

ფილმში მოქმედება ახალგაზრდა ემიგრანტის, სახელად არიანის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაიჭერენ. მიღებული შოკისგან შეშინებული და დაჭრილი გმირი აღმოაჩენს, რომ საკუთარი სურვილის მიხედვით ლევიტაცია შეუძლია. მალევე მას ლტოლვილთა ბანაკში გადაიყვანენ, სადაც ბანაკის დირექტორისგან შევიწროებული ლტოლვილები თავისფულებისა და ფულის სხვადასხვა გზით მოპოვებას ცდილობენ. არიანის ზებუნებრივი საიდუმლოთი დოქტორი გაბორ შტერნი (მერაბ ნინიძე) ინტერესდება, რეალურ სამყაროში სასწაულების მორწმუნე დოქტორი მისი შესაძლებლობის ფარულად გამოყენებას ცდილობს.

მერაბ ნინიძის გარდა ფილმში მთავარ როლებს უნგრელი მსახიობები - ჟომბორ იედერი, მონიკა ბალსაი და დიორდ ჩერჰალმი ასრულებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]