weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

იაპონიაში წყალქვეშა ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება

17:35 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

სამხრეთ იაპონიის მთავარ კუნძულებთან მდებარე უძველესი წყალქვეშა ვულკანი, რომელსაც ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ამოფრქვევები მიეწერება, სავარაუდოდ სუპერ-ამოფრქვევისთვის ემზადება.

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ კიკაის კალდერას კრატერის ქვეშ ახალი ვულკანური აქტივობა შეინიშნება. კობეს უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს კიკაის კალდერის ქვეშ არსებული ვულკანური გუმბათი, რომელშიც 32 კუბურ კილომეტრზე მეტი მაგმა არსებობს. შედეგად, შესაძლებელი ხდება იმის პროგნოზირება, თუ როდის შეიძლება მოხდეს კიკაის შემდეგი სუპერ-ამოფრქვევა. თუ ამოფრქვევა მოხდება, დაახლოებით 110 მილიონი ადამიანი დაზარალდება.

ვულკანმა უკანასკნელად დაახლოებით 7000 წლის წინ, აკაჰოიას სახელით ცნობილი ამოფრქვევის დროს, 500 კუბური კილომეტრი მაგმა ამოისროლა და სასტიკად გაანადგურა იაპონიის არქიპელაგი. აკაჰოიას ამოფრქვევამდე კი კიდევ ორი მასიური ინციდენტი მოხდა: ერთი სუპერ-ამოფრქვევა 140 000 წლის წინ, მეორე კი - 95 000 წლის წინ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]