weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იაპონურმა ჰიპერქარმა სარეკორდო აჩქარება აჩვენა

11:09 შაბათი, 17 თებერვალი 2018

იაპონური კომპანია Aspark-ის ელექტრონული ჰიპერქარი Owl ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 1.921 წამში სატესტო პოლიგონზე აჩქარდა და ახლა მსოფლიოში უსწრაფესი სერიული ავტომობილის წოდებაზე აცხადებს პრეტენზიას.

Owl-მა ისეთის ავტომობილების მაჩვენებლებს აჯობა, როგორებიცაა: 850 ცხენისძალიანი Dodge Challenger SRT Demon, რომელიც ადგილიდან აჩქარებას 2.3 წამს ანდომებს და „ნიურბურგრინგის“ უსწრაფესი ჩინური ელექტროქარი, 1360 ცხენისძალიანი NIO EP9, რომელსაც ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის 2.7 წამი დასჭირდა.

სატესტო მანქანის ძალოვანი დანადგარის სიმძლავრე 1000 ცხენისძალაზე მეტია. ძრავების საკვებად გამოიყენება არა მარტო აკუმულატორები, არამედ სუპერკონდენსატორებიც, რომლებიც ხანმოკლე აჩქარების დროს ეხმარება.

Owl 850 კგ იწონის, სიმაღლე კი 99 სანტიმეტრია. ამ ჰიპერქარზე მუშაობა 2014 წლიდან მიმდინარეობდა. პროტოტიპის საზოგადოებრივი დებიუტი 2017 წლის შემოდგომაზე, ფრანკფურტის ავტოსალონზე შედგა. საგამოფენო ეგზემპლარი აღიჭურვა ორი ელექტროძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრე 435 ცხენისძალას, ბრუნთა მომენტი კი 764 ნმ შეადგენდა.

Aspark Owl-ის გამოშვება 50 ეგზემპლარად იგეგმება. თითოეული ავტომობილი 460 მილიონი იენი (4.3 მილიონი დოლარი) ეღირება.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]