weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თანამედროვეობის ორი ყველაზე ცნობილი ჰიპერრეალისტი მხატვარი

11:12 ორშაბათი, 19 თებერვალი 2018

ჰიპერრეალიზმის მიმდინარეობას ფერწერაში ძირითადად პორტრეტების, ნატურმორტებისა და მარინისტულ-ბატალური სცენების ხატვისას იყენებენ. თანამედროვე ეპოქის ყველაზე ცნობილი ჰიპერრეალისტი მხატვრების, ესპანელი აუგუსტო ფერერ-დალმაუ ნიეტოსა და ამერიკელი დონ ტროიანის შემოქმედებაში მთავარი ადგილი ისტორიული მოვლენების, ცნობილი ომებისა და ბრძოლების ამსახველ შთამბეჭდავ სცენებს უკავია.

აუგუსტო ფერერ-დალმაუ ნიეტო 1964 წელს ქალაქ ბარსელონაში დაიბადა. პატარა ასაკიდან სამხედრო თემატიკა და სახვითი ხელოვნება იტაცებდა. ზეთის საღებავით შექმნილ მის შემოქმედებაში უდიდესი ადგილი უკავია ესპანეთის ისტორიის სხვადასხვა ეტაპის საომარ და საბრძოლო სცენებს. რამდენიმე წლის წინ ფერერ-დალმაუ ესპანეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ავღანეთშიც იმყოფებოდა, სადაც ჰელმანდის პროვინციაში მომსახურე ქართველ ჯარისკაცთა ჩანახატების სერიაც შექმნა.

1949 წელს ნიუ იორკში დაბადებული დონ ტროიანის აკვარელით შექმნილ შემოქმედებაში ამერიკის კონტინენტის მასშტაბური საომარი მოვლენები: ამერიკის რევოლუციის ბრძოლები, 1812 წლის ომი და ამერიკის სამოქალაქო ომია ასახული. ამჟამად კონექტიკუტის შტატში მცხოვრები დონ ტროიანი სამხედრო კოლექციონერიცაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]