weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფრინველების ბაზარი ქაბულში

11:15 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

მრავალწლიანი ომის ქარცეცხლში გახვეული ავღანეთის დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებობს ყურადღების გადასატანი მცირე კომფორტის მომტანი საშუალება ომისგან დაღლილი მოსახლეობისთვის. ეს „კა ფაროში“ გახლავთ - ქაბულში არსებული ფრინველების ბაზრობა.

ფრინველების ბაზარი ქაბულის ძველი ქალაქის ნაწილში მდებარეობს. უსწორმასწორო ბილიკები, ვიწრო შესახვევები და რამდენიმე ხეივანი გალიების დახლებითაა სავსე. გასაყიდად გამოტანილი სხვადასხვა სახეობის ფრინველებისა და მათი საკვების გარდა, აქ ასევე იმართება მამლებისა და გნოლების ტრადიციული ორთაბრძოლებიც.

გარეული ფრინველები ძირითადად ავღანეთიდანაა. მათ ველურ პირობებში იჭერენ, ზრდიან და ყიდიან. ზოგჯერ ფრინველები ირანიდან და პაკისტანიდანაც შემოჰყავთ. ქაბულის ბაზარში იყიდება როგორც მტაცებელი ფრინველები, ასევე - შინაური, აგრეთვე კანარის ჩიტები, თუთიყუშები და სხვა.

„ავღანეთში ფრინველის ყოლა სიამოვნებაა. ზოგს მოჩხუბარი მამლების ყოლა უნდა, ზოგს - გნოლების და ზოგს - სხვების. ეს ავღანური წეს-ჩვეულებაა“ - ამბობს რაფიულჰა აჰმადი, რომელიც მებრძოლი მამლებით ვაჭრობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]