ცნობილია, რომ „შიმშილის თამაშების“ ვარსკვლავი უკვე თანამშრომლობს არაკომერციულ ორგანიზაცია Represent.Us-თან, რომელიც პოლიტიკის სფეროში ანტიკორუფციულ კანონებზე მუშაობს. ჯენიფერ ლოურენსის განმარტებით, იგი სწორედ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წელს მსახიობის მონაწილეობით ორი ფილმი გამოვა. 2 მარტს პრემიერა შედგება თრილერი ჟანრის რომანის ეკრანიზაციისა სათაურად „წითელი ბეღურა“ (Red Sparrow), რომელშიც 27 წლის მსახიობი რუს ჯაშუშს განასახიერებს, ამის შემდეგ კი „იქს-ადამიანების“ მორიგი სერია გამოვა სათაურით X-Men: Dark Phoenix, სადაც ჯენიფერ ლოურენსი კიდევ ერთხელ შეასრულებს კომიქსის სუპერგმირ მისტიკის როლს.