weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2021

კენდრიკ ლამარმა ბავშვებისთვის „შავი ავაზის“ სეანსების 1000 ბილეთი იყიდა

13:13 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018 hits 1425

აღიარებულმა რეპერმა კენდრიკ ლამარმა კომპანია „მარველის“ კომიქსების სუპერგმირზე დაფუძნებული ფილმის (Black Panther) კინოსეანსის ბილეთები ლოს ანჯელესელი ბავშვებისთვის სამ კინოთეატრში შეიძინა.

გრემის 12 ჯილდოს მფლობელმა რეპ-მუსიკოსმა ჯამში 5 სეანსისთვის განკუთვნილი ათასზე მეტი უფასო ბილეთი გადასცა პატარებს, რომლებმაც სუპერგმირ შავ ავაზაზე შექმნილი უახლესი ფილმი 17 თებერვალს ნახეს. კენდრიკ ლამარმა, რომელიც ხსენებული ფილმის განკუთვნილი მუსიკალური თემების ავტორიცააა, პროექტი ლეიბლ Top Dawg Entertainment-თან ერთად განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ შავკანიან გმირზე შექმნილი ფილმისთვის, რომელშიც ალეგორიულადაა ასახული აფრიკული ფოლკლორი, აფრო-ამერიკული კულტურა და ფერადკანიანთა მემკვიდრეობა, სხვა ცნობილმა სახეებმაც შეიძინეს კინოთეატრის ბილეთები აფრო-ამერიკელი ბავშვებისთვის, მათ შორის არიან ოსკაროსანი მსახიობი ოქტავია სპენსერი და რეპერი T.I.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]