დირკ ბაკერი, რომელიც ასევე ცნობილია სახელით - macenzo, არ მალავს, რომ ხანდახან იდეალური კადრის მისაღებად ფოტოებზე ტექნოლოგიურ ჩარევას ახდენს.
„საიდუმლო არაა, კმაყოფილების მისაღწევად ჩემ ფოტოებს მონტაჟს ვუკეთებ. ჩემთვის ფოტოს გრაფიკული დიზაინის დანიშნულება აქვს - იქამდე ვაწვალებ, სანამ იდეალურ, დაბალანსებულ და საუცხოო შედეგს არ მივიღებ“, - ამბობს ფოტოგრაფი.
macenzo-ს შთამბეჭდავი ნამუშევრების ნახვა აგრეთვე შესაძლებელია მისსავე „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ გვერდებზე.