weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„ტოიოტას“ ახალი კონცეპტუალური ავტომობილი

17:19 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

კონცეპტ-ავტომობილი Toyota FT-1 გარეგნობით ძალიან ჰგავს „ტოიოტას“ სერიულ კუპე Supra-ს დიზაინს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დებიუტი წელსაა დაგეგმილი, გაყიდვაში კი მომავალ წელს ჩაეშვება.

ბენზინის I6 ტურბოჩამბერიანი ძრავის სიმძლავრის ზღვარი 5500 ბრუნ/წთ-ზე მოდის. წინა ბამპერი ფორმულა 1-ის სტილშია შესრულებული. ახალი ავტომობილის ძარის სიგრძე 4380 მმ გახლავთ, სიგანე - 1855 მმ, სიმაღლე - 1290 მმ, თვლების ბაზა კი 2470 მილიმეტრია.

„ტოიოტას“ Modern Racing Concept ვერსიას მარტში ჟენევის ავტოსალონზე წარადგენს. სარბოლო ავტომობილი გამოირჩევა დეტალებით წინა ბამპერზე, ჭედური ბორბლებით, დიდი ანტიფრთით და გაუწყობელი ინტერიერით. მისი აჩქარება ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე თითქმის სუპერქარული იქნება - 3.8 წამი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]