weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნატალი პორტმანი რომან პოლანსკის მხარდაჭერას ნანობს

11:29 ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018

ოსკაროსანი ვარსკვლავი ნატალი პორტმანი ნანობს ხელმოწერას რომან პოლანსკის მხარდასაჭერ პეტიციაზე, რომელსაც აღიარებული რეჟისორის გახმაურებული საქმის გამო 2009 წელს შვეიცარიაში დაკავების შემდეგ ასზე მეტმა კინოხელოვანმა მოაწერა ხელი, მათ შორის - დარენ არონოვსკიმ, დევიდ ლინჩმა, ტილდა სუინტონმა და სხვა ცნობილმა სახეებმა.

„ძალიან ვნანობ. პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ამ თემაზე მაშინ სათანადოდ ვერ დავფიქრდი. პეტიცია მომიტანა ისეთმა ადამიანმა, რომელსაც პატივს ვცემდი და მითხრა - მე მოვაწერე ხელი, შენ რას იზამ? მე კი უყოყმანოდ დავთანხმდი, ეს შეცდომა იყო.“ - განმარტა ნატალი პორტმანმა Buzzfeed-თან საუბრისას.

ახალგაზრდა ებრაელი კინოვარსკვლავი ამჟამად ჩართულია კამპანიაში სახელად Time’s Up, რომელიც ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგოდაა მიმართული, საფრანგეთში მცხოვრებ რეჟისორ რომან პოლანსკის კი, როგორც ცნობილია, 1977 წელს არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობაში ედება ბრალი და შეერთებული შტატებისგან იდევნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]