weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოყვარულმა ასტრონომმა ვარსკვლავის აფეთქების უიშვიათესი ფოტო შემთხვევით გადაიღო

11:01 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

არგენტინის ქალაქ როსარიოში მცხოვრები ვიქტორ ბუსო პირველი ადამიანია, რომელმაც აფეთქებული ვარსკვლავის შოკური გასკდომის წინა და შემდეგი ოპტიკური (ხილული) სინათლე გადაიღო. მოყვარული ასტროფოტოგრაფი ამ დროს თავის ახალ კამერას ტესტავდა.

სუპერნოვადან წამოსული სინათლის ამოფრქვევაა, როდესაც მნათობის ბირთვიდან წამოსული ზებგერითი შოკური ტალღა არღვევს ვარსკვლავის ზედაპირს, რაც იქ არსებული გაზის ძალიან სწრაფ გაცხელებას და აკაშკაშებას იწვევს. ამ მოვლენის გადაღება უკიდურესად რთულია, რადგან სუპერნოვას აფეთქების ზუსტი დროის პროგნოზირება შეუძლებელია და შოკური რღვევაც ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. ამ ფენომენზე ასტრონომები უკვე წლებია „ნადირობენ“.

როგორც მონაცემებიდან გაირკვა, ფოტოზე დაფიქსირებულია II b-ტიპის სუპერნოვა - მასიური ვარსკვლავი, რომელსაც აფეთქებამდე უკვე დაკარგული აქვს საკუთარი მასის უდიდესი ნაწილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]