weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დედპულს საკუთარი მულტსერიალი ექნება

12:49 პარასკევი, 19 მაისი 2017

ამერიკული ტელეარხი FXX კომპანია „მარველის“ კომიქსის გმირ დედპულზე მულტსერიალს 2018 წელს გამოუშვებს. ახალ სატელევიზიო ანიმაციურ შოუზე მუშაობით ძმები, სცენარისტი სტივენ და მსახიობი დონალდ გლავერები დაკავდებიან, რომლებიც ფართო აუდიტორიისთვის ცნობილები სერიალით Atlanta გახდნენ.

სტივენ გლავერი მულტსერიალის სცენარის ავტორი იქნება, მისი ძმა კი პოპულარულ თავზეხელაღებულ ანტიგმირს გაახმოვანებს. მულტსერიალის პროდიუსერ ჯეფ ლობის თქმით, ათსერიანი მულტიპლიკაციური შოუ სრულწლოვანი მაყურებლისთვის იქნება გათვლილი, როგორც თავად სუპერგმირზე შექმნილი კომიქსები.

ანიმაციურ სამყაროში დედპული აქამდე მხოლოდ ადამიანი-ობობას შესახებ შექმნილ მულტსერიალის (Ultimate Spider-Man) ორ ეპიზოდში გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ანტიგმირ დედპულზე გასულ წელს გამოსულმა მხატვრულმა ფილმმა, რომელსაც უხამსი ლექსიკისა და ძალადობრივი სცენების გამო R-რეიტინგი მიენიჭა, მაყურებლისა და კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მცირე ბიუჯეტით გადაღებულმა ფილმმა კინოგაქირავების რეკორდებიც მოხსნა და სხვადასხვა კინოდაჯილდოებებზე, მათ შორის ოქროს გლობუსებზე, ჯილდოები და ნომინაციები მოიპოვა. კინოფილმ „დედპულის“ სიკველი, ახალი მულსტერიალის მსგავსად, 2018 წელს გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]