ინდური ავტოკონცერნი Tata Motors, ავტომობილით TaMo Racemo, ამჯერად ელექტროვერსიას სთავაზობს მომხმარებელს. შუაძრავიანი კუპეს დებიუტი შარშან უკანაამძრავიანი სისტემით, ბენზინის ტურბოჩამბერიანი 1.2 ლიტრიანი, 190 ცხენისძალიანი ძრავით, ექვსსაფეხურიანი „რობოტითა“ და იტალიური დიზაინით შედგა, თუმცა პრემიერიდან რამდენიმე თვეში კომპანიამ განაცხადა, რომ პროექტი გაჩერებულია, ახლა კი ინდურ გამოფენაზე (Auto Expo) ელექტრონული ვარიანტი, სახელად Racemo+ წარადგინეს. 
		 
		
		
				
		
			

ელემენტებიანი კუპე ბენზინზე მომუშავე ვერსიაზე (იხ. ფოტო ზემოთ) 150 მილიმეტრით გრძელი (3985) და 14 მილიმეტრით განიერია (1824), სიმაღლე კი იგივეა - 1208 მმ. ელექტროქარი Racemo+ აღჭურვილია 150 კვტ (204 ცხენისძალა) სიმძლავრის ერთი ძრავით და 350 კმ სვლის მარაგი გააჩნია. მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ გახლავთ.

