უილსონის ხელოვნების გზა მშობლიური შტატის ქალაქ გრინვილში დაიწყო. იგი უინთროპის კოლეჯში ხატვასა და ფერწერას სწავლობდა, რაც მალევე შეწყვიტა. როგორც თავად ამბობს, ის არ იყო კარგი მოსწავლე. ჩარლსტონში გადასვლისას თავდაპირვლად ლანდშაფტებსა და პეიზაჟებს ხატავდა, შემდეგ კი სრულიად ახალ, კრეატიულ მიმდინარეობას მიაგნო. მანამდე იგი პორტში დაკვეთით გემებსაც ხატავდა.
ამერიკელი ხელოვანის მიერ შექმნილი მეტალის ფიგურები ძირითადად ცხოველებსა და ფრინველებს მოიცავს. ისინი ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა შთამბეჭდავი ნამუშევრებია.