weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვატო აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა

13:50 პარასკევი, 19 მაისი 2017

რეკორდსმენმა მხატვარმა ვახტანგ (ვატო) აბაშიძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა. მან 200-ნიშნა რიცხვიდან 99-ე ხარისხის ფესვი უმოკლეს დროში გამოიანგარიშა. გარდა ამისა, მას გაუმჯობესებული აქვს აბსტრაქტული ნახატების რაოდენობაც, რომელთა ჯამი უკვე 15 000-ს აჭარბებს.

ღონისძიებაზე 400-ის ჩათვლით ნაგულისხმევი სამნიშნა რიცხვთა მწკრივიდან, მსაჯთა კომისიის მიერ ლატარიის პრინციპით შეირჩა რიცხვი 104, რომლის 99-ე ხარისხში აყვანის შედეგად მიღებულ იქნა 200-ციფრიანი რეზულტატი:

485624501771821275038929972417446788519931758211242278449056230297201945989823
774353697344255953840404537305245106411343520038158494783467821591957209946697
43551767663343210867104578697078334495391744

მოცემული რიცხვიდან ვახტანგ აბაშიძემ 99-ე ფესვის გამოთვლა ზუსტად 2 წუთში, 35 წამსა და 31 მეასედში მოახერხა და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა. შედეგის გასამყარებლად განხორციელდა კიდევ ერთი ცდა: 242-ნიშნა რიცხვიდან (27399) ფესვის გამოანგარიშებისთვის რეკორდსმენს ზუსტად 4.07.93 წუთი დასჭირდა:

15139169695672014168479730672240524444331331088939160751451079173360227298244765
36180690939310312901271932701722092656540961742322608697844011119707699282977055
3463412417912963362219592607802548837451287466950510841442132723166483278887308337

ღონისძიებას დაესწრო და ვახტანგ აბაშიძის ნამუშევრებს მაღალი შეფასება მიანიჭა სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი, ბატონი ჯუმბერ ბეჭვაია.

ზეპირი გამოანგარიშების პარალელურად, ვახტანგ აბაშიძეს 5 000 ერთეულით აქვს გაუმჯობესებული საკუთარი რეკორდი აბსტრაქტული ნახატების რაოდენობაში და 15 000-ს აჭარბებს. რეკორდსმენის განცხადებით, ციფრული ნახატები მან „ლენოვოს“ ლეპტოპით შეასრულა და ამჟამად ახალი ნამუშევრების შექმნასაც აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ აბაშიძეს რეკორდსმენის სტატუსი პირველად 2014 წლის 16 დეკემბერს მიენიჭა, ციფრულ ფორმატში შესრულებული მაქსიმალური რაოდენობის (10 000-ზე მეტი) აბსტრაქტული ნახატისა და ესკიზების (5 383 ერთეული) შექმნისათვის. რაც შეეხება მის გონებრივ შესაძლებლობებს, ადრეული ასაკიდან უნიკალური შედეგები ჰქონდა ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში, თუმცა ამ სფეროში ოფიციალური სარეკორდო შედეგი ახლა დააფიქსირა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]