weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

Lister Storm II: 1000 ცხენისძალიანი განახლებული ჰიპერქარი

14:12 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

ჰიპერქარი, რომელიც ავტოკომპანია „ლისტერის“ განცხადებით, მოდელ Lister Storm-ის იდეოლოგიური მემკვიდრე გახდება, „იაგუარის“ 7.8 ლიტრინი V12 ძრავით აღიჭურვება, მისი მაქსიმალური სისწრაფე კი 400 კმ/სთ იქნება.

ბრიტანული კომპანიის ხელმძღვანელობამ ჰიპერქარის შექმნის შესაძლებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა. ახალმა მოდელმა კონკურენცია Pagani-ს, McLaren-ისა და Koenigsegg-ის ავტომობილებს უნდა გაუწიოს. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილმა 1000 ცხენისძალიანი ძრავა მიიღო. ჰიპერქარი ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სამ წამზე ნაკლებ დროში შეძლებს.

ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს ($2.78 მილიონი). ბრიტანელები წელიწადში ექვსი მანქანის აწყობას გეგმავენ. Lister Storm II-ს როგორც სარბოლო, ისე საგზაო მოდიფიკაცია ექნება.

Jaguar XJR-9-ის ბაზაზე შექმნილი ორიგინალური Lister Storm 1993-1994 წლებში გამოდიოდა. სუპერქარი აღიჭურვებოდა შვიდლიტრიანი, 12 ცილინდრიანი, 554 ცხენისძალიანი ძრავით, 790 ნმ ბრუნთა მომენტით. ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.1 წამი სჭირდებოდა, მისი მაქსიმალური სისწრაფე კი 335 კმ/სთ იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]