ბარბრა სტრაიზანდის განმარტებით, მისი ძაღლები, მის ვაიოლეტი და მის სკარლეტი, გასულ წელს 14 წლის ასაკში გარდაცვლილი კოტონ-დუ-ტულეარის ჯიშის ძაღლის, სამანტას კლონები არიან. საამისოდ გარდაცვლილი ძაღლის პირის ღრუსა და კუჭიდან აღებული უჯრედები გამოიყენეს. გარეგნულად მსგავსი კლონები ერთმანეთისგან ხასიათებით განსხვავდებიან.
აღიარებულ ვარსკვლავს მალიბუში მდებარე საცხოვრებელში ამავე ჯიშის მესამე ძაღლიც ჰყავს, სახელად მის ფანი, რომელიც სამანტას ბუნებრივად ენათესავება.