weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვაიოლა დევისი და ლუპიტა ნიონგ’ო დაჰომეელ ამაზონებად გარდაისახებიან

12:54 პარასკევი, 02 მარტი 2018

ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობები, ვაიოლა დევისი და ლუპიტა ნიონგ’ო მთავარ როლებს შეასრულებენ ისტორიულ დრამაში სათაურად „ქალი-მეფე“ (The Woman King), რომელიც აფრიკის სახელმწიფო დაჰომეას (დღევანდელი ბენინი) შესახებ არსებულ რეალურ მოვლენებზე იქნება დაფუძნებული.

ფილმის სიუჟეტი, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულს მომხდარ საფრანგეთ-დაჰომეის კონფლიქტის ირგვლივ განვითარდება, მოგვითხრობს ე.წ. დაჰომეელ ამაზონებზე ანუ მთლიანად ქალებისგან შემდგარ სამხედრო დანაყოფზე. ხსენებული შენაერთი საფრანგეთ-დაჰომეის პირველი ომისას ჩამოყალიბდა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფრანგი კოლონიზატორებისა და მეზობელი აგრესიული ტომების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვაიოლა დევისი დაჰომეის სამეფოს ქალი-მეომრების წინამძღოლს, სახელად ნანიშას განასახიერებს, ლუპიტა ნიონგ’ო კი - მის შვილ ნავის.

ფემინისტურ-რასობრივი თემატიკის პროექტის იდეა მსახიობ მარია ბელოს ეკუთვნოდა. ფილმის პროდიუსერი ოსკაროსანი კეიტი შულმანი იქნება, წარმოებით კი მის კომპანიასთან (Welle Entertainment) ერთად ვაიოლა დევისისა და მისი მეუღლის კომპანია (JuVee Productions), ასევე სტუდია TriStar Pictures დაკავდება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]