weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იტალიაში დამზადებული უგრძესი ტირამისუ გინესის რეკორდებში მოხვდა

13:59 პარასკევი, 02 მარტი 2018

ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ გორიციაში პოპულარული იტალიური დესერტის, ტირამისუს (იტ. Tiramisù) ყველაზე გრძელი ნაირსახეობა დაამზადეს, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიტანეს.

266.9 მ სიგრძის ტირამისუს დამზადებას ვილესეს კომუნაში არსებულმა სავაჭრო ცენტრმა Tiare Shopping უმასპინძლა. ყველაზე ცნობილი იტალიური დესერტის უგრძესი ვარიანტისთვის ავტორებმა 420 ლ ყავა, 400 კგ ყველი მასკარპონე, 400 კგ კრემი, 200 კგ შაქარი, 48 000 სავოიარდის ბისკვიტი, 3000 კვერცხი და 47 ლ ღვინო მარსალა გამოიყენეს. მის შექმნაში 30 კულინარი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ზომის ტირამისუს რეკორდიც იტალიაში დაფიქსირდა, როდესაც 2015 წელს ქალაქ ჯემონაში სამტონიანი ტირამისუ დაამზადეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]