weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

5 ყველაზე მსუბუქი მანქანა „პორშეს“ ისტორიაში

17:11 პარასკევი, 02 მარტი 2018

კომპანია „პორშემ“ საკუთარი ისტორიის მანძილზე გამოშვებული ხუთი ყველაზე მსუბუქი ავტომობილი ამოარჩია. ვიდეორგოლი ავსტრიის მაღალმთიან უღელტეხილ გროსგლოკნერზე გადაიღეს - ქვეყნის ყველაზე მაღალ მთაზე, სადაც ავტო-მოტო შეჯიბრება იმართებოდა.

მწარმოებლის მიერ ამორჩეულ ავტომობილებს შორის მეხუთე ადგილზე კუპე 2.7 Carrera RS Sport მოხვდა. 1973 წელს გამოშვებული ავტომობილი, რომელსაც 210 ცხენისძალიანი ძრავა აქვს, 975 კგრამს იწონის.

მეოთხე ადგილზე 1966 წლის Porsche 906 Carrera 6 გახლავთ, რომლის კონსტრუქციაშიც მინაბოჭკოვანი მასალაა გამოყენებული. მანქანა 675 კილოგრამს იწონის.

ლე მანის რბოლაზე პირველი გამარჯვებული „პორშეს“ მოდელი 356 SL მესამე პოზიციაზეა. 1951 წელს გამოშვებულ ალუმინის კუპე 75 ცხენისძალიანი ძრავით 640 კილოგრამს იწონის.

მეორე ადგილზეა 1959 წლის Porsche 718 Formel 2. 150 ცხენისძალიანი სარბოლო ავტომობილის წონა 456 კილოგრამს უტოლდება.

ფირმის ყველაზე მსუბუქ ავტომობილს კი სარბოლო 909 Bergspyder წარმოადგენს, რომელიც ალუმინის ჩარჩოზეა აწყობილი და ძარის პლასტიკის პანელები აქვს. ავტომობილი 275 ცხენისძალიანი, რვაცილინდრიანი ძრავითა და ბერილიუმის სამუხრუჭე დისკებითაა აღჭურვილი. სამთო რბოლისთვის შექმნილი მანქანა სულ რაღაც 384 კილოგრამს იწონის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]