weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალი კვლევის თანახმად დღეში რამდენიმე ჭიქა ყავა ნაადრევი გარდაცვალების რისკს ამცირებს

14:34 შაბათი, 03 მარტი 2018

ჟურნალ National Geographic-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც დღეში 2-3 ჭიქა ყავას სვამენ (უკოფეინოს ან კოფეინიანს) გარკვეული დაავადებებისგან გარდაცვალების ნაკლები შანსი შეიძლება ჰქონდეთ, ვიდრე - მათ, ვინც ყავას არ სვამს.

ახალი კვლევის შედეგად, რომელშიც 16 წლის განმავლობაში ევროპის 10 ქვეყანაში 500 000 ადამიანზე მეტი იღებდა მონაწილეობას, აღმოჩნდა, რომ მათთან შედარებით, ვინც ყავას არ სვამს, ყავის მსმელებს უფრო ჯანსაღი ღვიძლი, სისხლის ცირკულაციის უკეთესი და ანთებების უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვთ, ამბობს ეპიდემიოლოგი და კვლევის ხელმძღვანელი მარკ განტერი. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყავის მომატებული რაოდენობით სმა ამცირებს ჩამოთვლილი დაავადებებით გარდაცვალების რისკს.

მარკ განტერი საფრანგეთის ქალაქ ლიონში სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოს კვებისა და მეტაბოლიზმის განყოფილების უფროსია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]